Site icon Civil.ge

საქართველოს უშიშროების მინისტრი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სტუმრობს

(თბილისი, 9 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს ექვს დღიან ვიზიტს იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

უშიშროების სამინისტროს განცხადებით, ხაბურძანია ამერიკის ფედერალური ბიუროსა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება.

აშშ-ის შემდეგ საქართველოს უშიშროების შეფი ლონდონში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებთან.

This post is also available in: English (ინგლისური)