(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სტრატეგიულ ალიანში გადაიზარდა, ჩვენ მოკავშირეები ვართ”, განაცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 13 მარტს სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამჟამად ხაბურძანია აშშ-ში ვიზიტით იმყოფება და მის ამერიკელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს საქართველოში, კერძოდ კი პანკისის ხეობაში, არსებული ვითარების შესახებ.
აშშ-ში ვიზიტის შემდეგ უშიშროების მინისტრი ლონდონში გამგზავრებას აპირებს. ბრიტანული უშიშროების სამსახურის წარმოამდგენლებთან შეხვედრისას პანკისის ხეობა კვლავ მსჯელობის ძირითადი თემა იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური)