Site icon Civil.ge

პარლამენტი აფხაზეთის საკითხს განიხილავს

(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს პარლამენტი აფხაზეთის საკითხს დახულ სხდომაზე განიხილავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებებს გააკეთებენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და საგანგებო საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე.

დეპუტატები აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციების მიღებას აპირებენ. მიღებული იქნება რეზოლუციები აფხაზების მიერ ქართველების გენოციდისა და აფხაზეთის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის, სტატუსის შესახებ.

აფხაზეთის სტატუსი საქართველოს კონსტიტუციის მიერ ამჯერად არ არის განსაზღვრული.

This post is also available in: English (ინგლისური)