(თბილისი, 14 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს მთავრობა და უცხოელი ინვესტორები დღეს ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის მშენებლობას ეხება.
საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაცია იუწყება, რომ გაზსადენის მშენებლობა შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე დაიწყება.
19 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა.
პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, 2004 წლიდან საქართველო ბაქო-თბილისი-ერზრუმის ნავთობსადენიდან ყოველწლიურად 175 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ნავთობსადენი საქართველში 245 კილომეტრი სიგრძის იქნება.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი ამუშავების შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი გახდება რუსული ენერგოკომპანია იტერესაგან, რომელიც ამჟამად საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია.
ენერგორესურსების ტრანზიტი – ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი
This post is also available in: English (ინგლისური)