(თბილისი, 15 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ჰიქმეთ სამი თურქმა უარყო სომხეთის მას-მედიის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს თურქეთი უმეტესად სომხებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში პროვოკაციის მოწყობას აპირებს.
სომხეთის საინფორმაციო სააგენტოებმა უკანასკნელ ხანებში გაავრცელეს ცნობა, თითქოს თურქეთი ევროსაბჭოს სახელით საქართველოს დეპორტირებული მესხების სამცხე-ჯავახეთში რეპატრიაციის დაჩქარებას კატეგორიულად მოსთხოვდა. სომხეთის მას-მედიამ დასძინა, რომ ეს რეგიონში დაძაბულობას გამოიწვევდა.
“ჩვენ მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, სწორედ ამიტომ ჩვენ არასოდეს მივმართავთ პროვოკაციებს”, განაცხადა გუშინ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ჰიქმეთ სამი თურქმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური)