(თბილისი, 25 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ასტამურ ტარბა აცხადებს, რომ აპრილის პირველ ნახევარში საქართველომ შესაძლოა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.
24 მარტს რუსულ გაზეთ “იზვესტიას” ტარბამ განუცხადა, რომ “აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ქართული არმია ამ ოპერაციაში ჩართული იქნება”.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უარყოფს, რომ ის თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური)