Site icon Civil.ge

იუსტიციის სამინსტრო მამალაძის სარჩელს უარით ისტუმრებს

(თბილისი, 29 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 28 მარტს იუსტიციის მინისტრმა უარი განუცხადა ქვემო ქართლის გამგებელს ლევან მამალაძეს მის მოთხოვნაზე, გაუქმებულიყო “მოქალაქეთა კავშირის” გადაწყვეტილება პარტიის საორგანიზაციო საბჭოს შექმნის თაობაზე.

საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე “მოქკავშირის” რეფორმატორული ფრთის ლიდერი, მამალაძის მოწინააღმდეგე ზურაბ ჟვანიაა. საბჭო უმეტესწილად ჟვანიას მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.

საორგანიზაციო საბჭო 2001 წლის 22 დეკემბერს “მოქალაქეთა კავშირის” ყრილობაზე შეიქმნა და მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი შეცვალა.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა პრეზიდენტმა შევარდნაძემ სექტემბერში დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური)