(თბილისი, 29 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 30 მარტს სოჩაში პრეზიდენტი პუტინი სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს მდივნებს შეხვდება.
სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნები ერთმანეთს სოჩაში შეხვდნენ. შეხვედრა ახლაც მიმდინარეობს და მისი მონაწილენი უსაფრთხოების საკითხებსა და კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებს განიხილავენ.
29 მარტს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადება, რომლის თანახმადაც ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს მდივნებს შეხვედრის შედეგებზე გაესაუბრება.
This post is also available in: English (ინგლისური)