(თბილისი, 3 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა 2 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში აპრილის ბოლოსთვის ჩამოვლენ.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამერიკელი ინტრუქტორების ჩამოსვლა მარტის მიწურულისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ის “ზოგიერთი ოფიციალური პროცედურის” გამო გადაიდო.
აშშ-ის სამხდრო ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი 35-40 ადამიანით იქნება დაკომპლექტებული. ისინი პანკისის ხეობაში თავშეფარებული ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად თავდაცვის სამინისტროს ოთხ ბატალიონს მოამზადებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)