(თბილისი, 4 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიური რეფორმებისათვის” ლიდერმა კოტე კემულარიამ დღეს ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონში სიტუაციის დაძაბვაში დაადანაშაულა.
კემულარიას განცხადება დღეს პარლამენტში 3 აპრილს მიხეილ სააკაშვლის სამეგრელოში სტუმრობას მოჰყვა, როდესაც რეფორმატორების მოწინააღმდეგეებმა ხელი შეუშალეს სააკაშვილს შეხვედროდა ადგილობრივ მოსახლეობას.
“სააკაშვილის წინააღდეგ მომხდარი პროვოკაცია ადგილოვრივი გამგებლისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ მომზადდა”, განაცხადა კემულარიამ.
“მთავრობა აცნობიერებს, რომ მას ადგილობრივი არჩევნების მოგების შანსი არ გააჩნია და ამიტომ ცდილობს მისი მოწინააღმდეგეების შეხვედრას მოსახლეობასთან ხელი შეუშალოს”, განაცხადა დღეს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილმა.
“დაუშვებელია, როდესაც სამეგრელოს გამგებლის მოადგილე ბანდიტებს ჯგუფს ხელმძღვანელობს”, აღნიშნა ფრაქცია “მოძრაობა დემოკრატიული რეორმებისათვის” წევრმა კობა დავითაშვილმა.
რეფორმატორების მტკიცებით, პრეზიდენტი შევარდნაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას რეგიონებში დესტაბილიზაციით ცდილობს.
3 აპრილს სამეგრელოს რეგიონში სააკაშვილის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეიარაღებულმა ჯგუფმა დაარბია.
This post is also available in: English (ინგლისური)