Site icon Civil.ge

ქართველმა ჯარისკაცებმა რუსეთის სამხედრო დანაყოფი დააკავეს

(თბილისი, 5 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, 4 აპრილს, ქართველმა ჯარისკაცებმა თბილისთან ახლოს ორი რუსული სამხედრო მანქანა გააჩერა და იქ მყოფი რუსი სამხედროები დააკავეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამიერკავკასიის რუსეთის შეიარაღებულმა ჯარებმა, რომლის შტაბბინა თბილისშია, ქართული მხარე, შეთანხმების შესაბამისად, სამხედრო ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ წინასწარ არ გააფრთხილა.

ამიერკავკასიაში რუსული შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა ნიკოლაი ზოლოტოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი პროვოკაცია იყო.

მისი თქმით, ამიერკავკასიაში რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაადგილების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აცნობონ, თუ საქმე ეხება ტრანსპორტის 20 საშუალებაზე მეტს.

გაურკვეველია, რით იყო დატვირთული რუსულ სამხედრო მანქანები, როდესაც ისინი ქართველმა ჯარისკაცებმა დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური)