Site icon Civil.ge

შსს-ს მაღალჩინოსნები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

(თბილისი, 5 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი გაათავისუფლა.

შსს-ს ცნობით, თანამდებობა დატოვეს თბილისის პოლიციის სამი რაიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შეფმა.

22 მარტს თანამდებობა თბილისის პოლიცის შეფმა კახა ბაკურაძემ დატოვა.

This post is also available in: English (ინგლისური)