(თბილისი, 6 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის დაწყება საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობისას გადადგმული ახალი სტრატეგიული ნაბიჯია”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს გამართულ რადიოინტერვიუში.
ედუარდ შევარდნაძის თქმით, აშშ-ის სამხედრო დახმარება ანტიტერორისტულ მსოფლიო კოალიციაში საქართველოს ჩართვას გულისხმობს.
“ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი რუსეთს, ურჩევნიათ საქართველო ძლიერი იყოს”, აღნიშნა პრეზიდენტმა.
29 აპრილს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სპეციალურ ოპერაციათა სამმართველოს ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც დაახლოებით 20 კაცისაგან შედეგება. მისი მიზანია “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ტექნიკური ასპექტები მოაწესრიგოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)