Site icon Civil.ge

დამოუკიდებელი ექსპერტები ანტიტერორისტულ კონვენციებთან საქართველოს მიერთების მომხრენი არიან

(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს 16 მაისს ექსპეტთა ჯგუფმა, რომლშიც პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს და კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შედიან, საქართველოს გაერო-ს ასოციაციის ოფისში შეხვედრა გამართეს, რომლის მათი მთავარი თემა ანტიტერორისტულ კონვენციებთან საქართველოს მიერთება იყო.

“გავერთიანდეთ ტერორიზმის წინააღმდეგ” ასე ეწოდება გაერო-ს ასოციაციის პროექტს, რომელსაც აშშ მთავრობამ დაუჭირა მხარი ამერიკის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მეშვეობით. ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონალურ უსაფრთხოებას და ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას.

დაგეგმილია ანტიტერორისტულ კონვენციებთან მიერთებული ქვეყნების ვალდებულებებთან დაკავშირებული 12 უმთავრესი მრავალმხრივი შეთანხმებისა და პროტოკოლის გადათარგმნა. თარგმანის დასრულებისთანავე გაიმართება საგანგებო შეხვედრები პარლამენტის წამყვანი ფრაქციების ხელმძღვანელებთან კონვენციების პირობებისა და ამ კონვენციებთან საქართველოს მიერთების საკითხის განსახილველად.
 
დარგთაშორისი ექსპეტების ჯგუფი კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის დაჩქარებას შეეცდება. პროექტის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს ქვეყანას საერთაშორისო დამნაშავეობასთან ბრძოლაში დაეხმარება, ხოლო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს საშუალება ექნებათ დოკუმენტაციის კვალიფიციური თარგმანით იხელმძღვანელონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)