(თბილისი, 17 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 17 მაისს საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების დროს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ელდარ შენგელაიამ უარი განაცხარა საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.
კენჭისყრის შედეგად ვერ მოხერხდა საკმარისი ხმების მოგროვება პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან შენგელაიას გადასაყენებლად. მის გადაყენებას 114 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 24-ის წინააღმდეგ, კვორუმი კი 118-ს შეადგენდა.
თავის მოხსენებაში შენგელაიამ აღნიშნა, რომ იგი პარლამენტში მოვიდა როგორც ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში აყვავებული კორუფციის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება რეალურ ნაბიჯებს არ დგამს იგი ოპოზიციაში გადავიდა.
არ გადავდგები და ამ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ, – განუცხადა შენგელაიამ ახალ უმრავლესობას, რომელიც დოკუმენტალურად გაფორმებული არ არის, მაგრამ მისი თქმით, რეალურად არსებობს პარლამენტში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)