(თბილისი, 20 მაისი, “სივილ ჯორჯია”) მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ლოზუნგი “საქართველოს შევარდნაძის გარეშე” დესტაბილიზაციის მცდელობის ახალი ფორმაა, – განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში.
“შევარდნაძე ხალხის მიერ არჩეული პიროვნებაა და არა მგონია, რომ მოსახლეობამ მხარი დაუჭიროს სააკაშვილის ამ მოწოდებას”- აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ.
თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნების წინ “ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლის ლიდერიცაა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჯამად კი პარლამენტის დეპუტატი მიხეილ სააკაშვილი, თავის წინასაარჩევნო ლოზუნგად აირჩია “საქართველო შევარდნაძის გარეშე”.
თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების არჩევნები 2 ივნისისთვისაა დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)