(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – პანკისის ხეობაში “100-მდე არაბი იმყოფება”. ამის შესახებ, სააგენტო “რია-ნოვოსტი”-ს ცნობით, ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
მინისტრის თქმით, ამ არაბების უმრავლესობამ საქართველოში ჩეჩნეთიდან შემოაღწია, ნაწილი კი უკანასკნელ წლებში ან ჰუმანიტარული, ან რელიგიური ორგანიზაციების წარმომდგენელთა სახით შევიდა.
ვალერი ხაბურძანიამ ასევე განაცხადა, რომ პანკისის ხეობის მაღალმთიან ნაწილში, სხვადასხვა მონაცემებით, 800-მდე შეიარაღებული პირია, რომლებიც იქ ჩეჩნეთიდან ძნელადმისადგომი, მაღალმთიანი ბილიკებით გადავიდნენ.
სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ხაბურძანიამ განაცხადა, რომ “ბოევიკები” პერმანენტულად მოძრაობენ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორივე მიმართულებით. სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამ ჯგუფს “შეიძლება კავშირი ჰქონოდა საველე მეთაურ ჰატაბთან”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)