(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტის თავმდომარე ნინო ბურჯანაძე კოდორის ხეობაში გაემგზავრა. ბურჯანაძესთან ერთად კოდორს რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი ესტუმრა.
პარლამენტის თავმჯდომარე კოდორის ადგილობრივ მოსახლეობას მოინახულებს. ეს ვიზიტი ბურჯანაძის დიდი ხნის სურვილს წარმოადგენს.
გუშინ, 20 მაისს, გალში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია. თუმცა მათი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
აფხაზური მხარე კვლავ მოითხოვს კოდორის ხეობიდან საქართველოს სასაზღვრო დანაყოფების გაყვანას, თუმცა ამ მოთხოვნას დოკუმენტური საფუძველი არ გააჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)