Site icon Civil.ge

ნაღმის აფეთქებას ერთი რუსი მშვიდობისმყოფელი შეეწირა

(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ერთი რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და ერთიც დაშავდა 8 მაისს კოდორის ხოებაში ნაღმის აფეთქების შედეგად.

როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ნაღმი მაშინ აფეთქდა, როდესაც სამშვიდობო ჯარები კოდორის ხეობის მონიტორინგს ახორციელებდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქება კოდორის იმ ნაწილში მოხდა, რომელზეც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

1994 წლიდან დღემდე საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 94 რუსი სამშვიდობო დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)