Site icon Civil.ge

შევარდნაძე აკრიტიკებს რუსეთის კანონს მოქალაქეობის შესახებ

(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ შესწორება რუსეთის სამოქალაქო კოდექსში “ფარულ ანექსიას” ითვალიწინებს.

შესწორების თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეები გახდნენ. საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები შიშობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ამ პრივილეგიით ისარგებლებს და რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს.

“ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან. თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება თავად მოაგვაროს საკუთარი საიმიგრაციო პოლიტიკა, თუმცა ეს პოლიტიკა არ უნდა შეეხოს სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტს”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღევანდელ რადიოინტერვიუში.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთში “ძალაუფლება ემატება დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას უშლის ხელს.”

რუსეთის ფედერაციის სათათბირომ კანონი მოქალაქეობის შესახებ 2002 წლის 9 აპრილს მიიღო, ხოლო ხელი მას რუსეთის პრეზიდენტმა 31 მაისს მოაწერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)