(თბილისი, 10 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – მართლმადიდებლური ეკლესიიდან განდევნილმა ბასილ მკალავიშვილმა დღეს თბილისის ცენტრში აქცია გამართა.
მკალავიშვილი და აქციის 100-მდე წევრი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოითხოვდნენ.
პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებს ეკავათ, სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, პარლამენტის წევრი ელენე თევდორაძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძე ქვეყნის მოღალატეებად იყვნენ მოხსენიებულნი. მკალავიშვილის მხარდამჭერები ამ პირებს მხოლოდ იეღოვას მოწმეების დამცველებად მიიჩენვენ.
ადამიანის უფლებათა დამცავი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მკალავიშვილის რადიკალური მოქმედებების აღკვეთას ითხოვენ.
2002 წლის 15 მაისს აშშ-ის კონგრესის თხუთმეტმა წევრმა ედუარდ შევარდნაძეს რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებზე ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებდნენ.
სხვა ინფორმაცია შესაბამის თემაზე:
ამერიკელი კონგრესმენები შევარდნაძეს რელიგიური ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდებენThis post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)