Site icon Civil.ge

ლოშჩინინი აფხაზეთში ჩადის

(თბილისი, 11 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ვალერი ლოშჩინინი დღეს თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ეწვევა, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ლიშჩინინი შეხვედრებს გამართავს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან და კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობო ძალების სარდალთან.

აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ძირითად პრობლემად კვლავ დევნილების დაბრუნება და თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხი რჩება. აფხაზეთი უარს ამბობს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ მიღებული დოკუმენტის განხილვაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)