(თბილისი, 18 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს პროგრამა “კოოპერატივ ბესთ ეფორტ 2002”-ის პირველი ტაქტიკური წვრთნები გაიმართა.
დღევანდელ წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს ნატოს 13 პარტნიორი და წევრი ქვეყნის ოცეულებმა. წვრთნები მოიცავდა სირბილს, რადიოდანადგარების გაწყობას, დაჭრილების გადაყვანასა და დაბრკოლებების გადალახვას.
ტაქტიკური წვრთნები 14.00 საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯარისკაცებს საკლასო ლექციები ჩაუტარდათ.
წვრთნები ვაზიანში 17 ივნისს დაიწყო და 28 ივნისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას იღებს ნატოს 6 წევრი – კანადა, საბერძნეთი, უნგრეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და 9 პარტნიორი ქვეყანა – სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, ლიტვა, მოლდავეთი, რუმინეთი და უკრაინა.
აშშ და უკრაინა წვრთნებზე ოცეულების გარეშე არიან წარმოდგენილნი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)