Site icon Civil.ge

დამატებითი საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა

(თბილისი, 2 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თერჯოლის რაიონში გამართულ დამატებით საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

30 ივნისს დამატებითი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ასევე ჭიათურაშიც. კენჭისყრის შედეგად, ხმების უმრავლესობა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მოიპოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, დამატებითი საპარლამენტო არჩევნები ამ რაიონებში სერიოზული საპროცედურო დარღვევების გარეშე ჩატარდა.

“დაფიქსირდა უმნიშვნელო ტექნიკური დარღვევები, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ საარჩევნო კომისიის წევრები ცუდად იცნობენ საარჩევნო კოდექსს და ასევე თვით კოდექსში არსებული ხარვეზების გამოც”,- ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)