Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები თბილისში

(თბილისი, 2 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი შენგმან ჭანგი 2 ივლისს საქართველოში ჩამოდის.

ვიზიტისას ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძესა და ფინანსთა მინისტრს მირიან გოგიაშვილს.

ის ასევე მოინახულებს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ობიექტებს.

შენგმან ჭანგს თან ახლავს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მმართველი დირექტორი შიგეო კაცუ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)