Site icon Civil.ge

ჯორბენაძე პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოდის

(თბილისი, 2 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოხსენებით გამოდის. მოხსენება 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებას შეეხება.

წლის პირველ თვეებში ბიუჯეტის დანაკარგმა 36 მილიონი ლარი შეადგინა, რისი მიზეზიც ძირითადად უცხოური გრანტების დეფიციტი იყო.

წლის დასაწყისში ბიუჯეტის მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს დეპუტატებმა მხოლოდ მას შემდეგ დაუჭირეს მხარი, რაც მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო მინისტრმა აიღო.

ავთანდილ ჯორბენაძე თავს იმით იმართლებს, რომ მან უკვე გაათავისუფლა ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრები, რომლებიც ბიუჯეტის შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, და ეს ორი უწყება გააერთიანა. მისი თქმით, ამ ცვლილებებმა დადებითი გავლენა იქონია ბიუჯეტის შესრულების პროცესზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)