Site icon Civil.ge

ჯორბენაძე დეპუტატებს მის იმპიჩმენტზე მსჯელობისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 3 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ გუშინ, 2 ივლისს, პარლამენტში განაცხადა, რომ პარლამენტის სურვილის შემთხვევაში ის მზად არის გადადგეს. “ჩემთვის ეს პრობლემა არ არის, კენჭი ახლავე შეგიძლიათ ყაროთ”, უთხრა მინისტრმა დეპუტატებს.

სახელმწიფო მინისტრის იმპიჩმენტის დაწყებისთვის ტრადიციონალისტებმა უკვე დაიწყეს დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება. დეპუტატები, რომლებიც ტრადიციონალისტების ინიციატივას უჭერენ მხარს, ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო მინისტრი პასუხისმგებელია ბიუჯეტის გარღვევაზე. გარღვევამ 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტში 38 მილიონი ლარი შეადგინა.

ჯორბენაძის თქმით, დეპუტატთა ნაწილი “პროცესის პოლიტიზირებას ცდილობს, რაც დაუშვებელია”. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მან უკვე გაათავისუფლა თანამდებებიდან ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტები, რომლებიც ბიუჯეტის შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, და ეს ორი უწყება გააერთიანა. მისი თქმით, ამ ცვლილებებმა დადებითი გავლენა იქონია ბიუჯეტის შესრულებაზე.

იმპიჩმენტის შესახებ დისკუსიის დასაწყებად 118 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. ამ წუთისთვის ინიციატივას მხარს უჭერენ ტრადიციონალისტები, დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის. ყველა ამ ფრაქციას მხოლოდ 59 ხელმოწერის შეგროვება შეუძლია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)