(თბილისი, 3 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების საკითხებში საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გარი ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ “საქართველოში არსებობს პოლიტიკური ნება. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ესმის, რომ რეფორმები აუცილებელია”.
“მაგრამ, ჩემი აზრით, სირთულე იმაშია, თუ როგორ გამოიხატება ეს პოლიტიკური ნება. სად არის მთავრობა, რომელსაც გადაწყვეტილების განხორციელება ევალება? გაუგებარია, ეს სახელმწიფო მინისტრია თუ უშიშროების საბჭო”, განაცხადა გარი ჯონსონმა დღეს საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე.
“პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ გზას ადგას და რეფორმების გატარება აუცილებელობას წარმოადგენს. არა მგონია, რომ ამ რეფორმის დეტალები პრეზიდენტს ევალებოდეს”, დასძინა ჯონსონმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)