(თბილისი, 5 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატებმა რეგიონებში პრეზიდეტის რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე კონსულტაციები დაიწყეს.
4 ივლისის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გამგებლები ხალხის მიერ უნდა იყვნენ არჩეულნი და არა დანიშნულნი პრეზიდენტის მიერ.
რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ ინიციატივას მხოლოდ პროშევარდნაძისტულმა ფრაქციებმა არ დაუჭირეს მხარი.
სხვა ფრაქციები კი ირწმუნებიან, რომ რწმუნებულებს რეგიონებზე ყველაზე მეტი გავლენა აქვთ და ისინი საკუთარ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ.
რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებაზე მიმართული კამპანია ფრაქცია დემოკრატებმა და მოძრაობამ დემოკრატიული რეფორმებისათვის წამოიწყეს. ისინი ყველაზე გავლენიანი გამგებლის ლევან მამალაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)