(თბილისი, 6 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – “გამოძიება იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შოუს საქმე მალე გაიხსნება. მინისტრს ამასთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს”, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა პაატა გომელაურმა.
მისი განცხადებით, ინფორმაცია გამოძიების შესახებ უკვე გადაეცა დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დებორა ჯონსს.
აგრობიზნესბანკის თანადირექტორი, ბრიტანელი პიტერ შოუ თბილიდან 18 ივნისს პოლიციის ფორმაში გადაცმულმა 7 პირმა გაიტაცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)