Site icon Civil.ge

პასტუხოვის ვიზიტისას ჩარჩო ხელშეკრულების ასპექტებს განიხილავენ

(თბილისი, 8 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 8 ივლისს თბილისში ჩამოდის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბორის პასტუხოვი, რომელიც საქართველოში ვიზიტისას რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულების დეტალებს განიხილავს.

დღეს დაგეგმილია პასტუხოვის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მოლაპარაკებებზე კვლავ პრობლემატურად რჩება ხელშეკრულების სამხედრო ასპექტები. რუსეთი 10 წელს მოითხოვს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების საქართველოდან გასაყვანად, ქართული მხარე კი მოითხოვს, რომ ბაზები 3 წლის განმავლობაში იქნას გაყვანილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)