Site icon Civil.ge

ჯორბენაძე “თავისუფლების ინსტიტუტს” თანამშრომლობას სთავაზობს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 ივლისი, 2002) – სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტს” ეწვია და საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების მიზნით თანამშრომლობა შესთავაზა.

“როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობა დასავლეთიდან ზეწოლას განიცდის იმ პროცესების გამო, რაც საქართველოში ხდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯორბენაძე”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთმა ლიდერმა დათო ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მას ამ სახელმწიფო მოხელის მიერ ნათქვამი არცერთი სიტყვის არ სჯერა.

“თავისუფლების ინსტიტუტი” 10 ივლისს 10-მდე ადამიანმა დაარბია და ორგანიზაციის წევრები ცემა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ორგანიზაციის მიერ რელიგიური უმცირესობების დაცვა იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)