(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 19 აგვისტო, 2002) – ცხინვალის რეგიონში კოლექტიური სამშვიდობო ძალების 400-მდე სამხედრო მოსამსახურე მეოთხე დღეა ეძებს 15 აგვისტოს გატაცებულ ქართველი ოფიცერს ზურაბ დურგლიშვილს.
დურგლიშვილი ხუთშაბათს ცხინვალთან ახლოს ოთხმა ქართულად მოლაპარაკე თავდამსხმელმა გაიტაცა. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, მოგვიანებით სამშვიდობო ძალების მორიგეს რუსულად მოლაპარაკე უცნობი დაუკავშირდა და დურგლიშვილის გასათავისუფლებლად გამოსასყიდი მოითხოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ძალოვნებს დურგლიშვილის მოსაძებნად ორდღიანი ვადა მისცა.