Site icon Civil.ge

გენერალ შტოკმანის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 20 აგვისტო, 2002) – 20 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ დიტერ შტოკმანს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვით სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. შტოკმანმა განსაკუთრებით აღნიშნა ამიერკავკასიაში რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობა.

საინფორმაციო ბიურო გეა-ს ცნობით, გენერალმა განაცხადა, რომ “საქართველო შესანიშნავად ასრულებს თავის ვალდებულებებს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია კოსოვოში მივლინებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი, რომელმაც საუკეთესოდ წარმოაჩინა საქართველო”.

გენერალი შტოკმანი უკვე შეხვდა თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესა და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. თბილისში მისი ვიზიტისას, ძირითადად, ნატოსა და ევროპის სტრუქტრურებში საქართველოს ინტერგრაციისა და ამერიკული მხარის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.

გენერლის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური)