Site icon Civil.ge

პანკიში კიდევ ერთი ძებნილი დააკავეს

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 2 სექტემბერი, 2002) – პანკისში მიმდინარე ოპერაციის მსვლელობისას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა კიდევ ერთი ძებნილი დააკავეს. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, ძებნილი სოფელ ჯოყოლოში დააკავეს, მაგრამ მის ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.

პანკისის ხეობაში დღეს ანტიკრიმინალური ოპერაციის მეორა ფაზა დაიწყო, რომლის დროსაც გამკაცრდა საპასპორტო რეჟიმი, სამოქალაქო პირებს ხეობაში შესვლა აეკრძალათ. ოპერაციის ამ ეტაპზე მოხდება კონკრეტული ინფორმაციის მოძიება და ჩატარდება ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში 25 აგვისტოს დაიწყო და მასში შინაგანი ჯარები, შსს-სა და უშიშროების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები იღებენ მონაწილეობას.

როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის რადიოინტერვიუში განაცხადა 2 სექტემბერს, ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მასში უცხო სახელმწიფოთა ძალების ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)