(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 4 სექტემბერი, 2002) – საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ დღეს ენეგრეტიკის მინისტრის დავით მირცხულავას მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული მოხსენება გააკრიტიკა.
ენერგეტიკის მინისტრის მოხსენება ენერგოსექტორის ზამთრის სეზონისთვის მომზადებას შეეხებოდა.
ავთანდილ ჯორბენაძის თქმით, მოხსენებაში არაფერი იყო ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ენერგოკრიზისის დასაძლევად, რომელიც ყოველ ზამთარს იჩენს ხოლმე თავს. მინისტრმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ენერგეტიკის მინისტრმა არ დაასახელა ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კორუმპირებულ ჩინოვნიკთა გვარები.
“თუ ეს კორუმპირებული ჩინოვნიკები თანამდებობიდან არ გათავისუფლდნენ, მე პასუხისმგებლობას ვიხსნი ზამთარში ენერგოკრიზისის შესაძლო დადგომასთან დაკავშირებით”, განაცხადა ჯორბენაძემ მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო მინისტრმა ანტიკორუფციულ საბჭოს იმ კორუმპირებულ თანამდებობის პირთა ვინაობის გარკვევა დაავალა, რომლებიც ენერგოკრიზისზე არიან პასუხისმგებელნი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)