(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 სექტემბერი, 2002) – “რუსეთისა და საქართველოს პოციზიები პანკისის ხეობასთან დაკავშირებით დაახლოვდა”, განუცხადა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბორის გრიზლოვმა ჟურნალისტებს ბაქოში, სადაც დსთ-ის შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი იმართება.
გრიზლოვის თქმით, ეს საკითხი მინისტრების შეხვედრისას განიხილა, თუმცა პანკისის ხეობის დეტალებზე ისინი საერთაშორისო ტერორიზმზე მსჯელობისას ისაუბრებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)