(თბილისი, 9 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 8 ოქტომბერს, ღამის 3 საათზე, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რიგითმა დიტო შაშიაშვილმა უფროსი ლეიტენანტი რამაზ გამხარაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, გაიტაცა 3 ავტომატი და მიიმალა.
შემთხვევა საბუეს საგუშაგოზე მოხდა, რომელიც დაღესტნის საზღვართან მდებარეობს.
დაკარგულია ასევე რიგითი ბესო ნესერაშვილი, რომელიც ამავე საგუშაგოზე მსახურობდა. როგორც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, გამორიცხული არ არის ორი დაკარგული პიროვნება თანამზრახველები იყვნენ.
მკვლელობის მიზეზი უცნობია. დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)