(თბილისი, 10 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე უზენაესი პრიორიტეტი იქნება.
“2003 წლისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ პარლამენტმა ახალი საარცევნო კოდექსი უნდა მიიღოს, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი, ნამდვილად ქმედითუნარიანი პარლამენტის არჩევას”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა გაიმართა. ტრადიციის მიხედვით, პირველ სხდომაზე პოლიტიკური დებატები იმართება ხოლმე, მაგრამ ამჯერად დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ დებატები სექტებრის ბოლოსთვის გადაეტანათ, როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება ქვეყანასი არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)