(თბილისი, 12 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის თქმით, რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების მობილიზაციას ახდენს.
“რუსეთმა აფხაზეთში შეიარაღებულ ძალების გაძლიერება ჯერ კიდევ პუტინის განცხადებამდე დაიწყო. ამ წუთისთვის აფხაზეთში ათასობით რუსი ჯარისკაცი იმყოფება”, განაცხადა ნადარეიშვილმა.
საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ავთანდილ იოსელიანი თქმით, აფხაზეთში, უფრო ზუსტად კი კოდორის ხეობაში, ვითარების დაძაბვა არ გამოირიცხება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)