Site icon Civil.ge

მოსალოდნელია ბიუჯეტის სეკვესტრი

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) სახელმწიფო ხაზინის ცნობით 9 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა 82 მილიონი ლარი შეადგინა.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალი იქნება.

ხაზინის ცნობით გარღვევაა სექტემბრის ბიუჯეტშიც, რაც 12 მილიონ ლარს შეადგენს.