Site icon Civil.ge

შევარდნაძე აცხადებს, რომ 2-3 კვირაში პანკისი გაიწმინდება

(თბილისი, 5 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია 2-3 კვირაში დასრულდება, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 4 ნოემბერს ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.

“რისი გაკეთებაც შეიძლებოდა იქ, ძირითადად უკვე გაკეთდა. დარჩა სულ მცირედი”, – აღნიშნა შევარდნაძემ.

“ვფიქრობ, რომ ორ-სამ კვირაში ჩვენ შევძლებთ ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ პანკისის ხეობაში დამნაშავენი აღარ არიან”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ განაცხადა პანკისის ხეობაში მიმდინარე წარმატებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად ხეობა გაიწმინდა დამნაშავეებისა და შეიარაღებული პირებისგან. მაგრამ მოგვიანებით კვლავ ამბობდა, რომ პანკისში კვლავ შეიძლება იმყოფებოდნენ შეიარაღებული პირები.