Site icon Civil.ge

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი შევარდნაძეს შეხვდა

(თბილისი, 12 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელსონ ლეცკიმ 11 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრა გამართა.

როგორც პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება მოლაპარაკების ძირითადი თემა საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემა იყო.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლის განცხადებით სამართლიანი არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიზაციის განვითარების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტს სურს შეცვალოს არსებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის ასევე აუცილებელია სახელისუფლებო ორგანოების რეფორმირება.

გუშინვე ნელსონ ლეცკი სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა. მან საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეფერხებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)