Site icon Civil.ge

რუსეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები აფხაზეთის პრობლემას განიხილავენ

(თბილისი, 13 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტ პუტინის პირადი წარმომადგენელელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში ვალერი ლოშინინი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის გენერალურ მდივანს პიტერ რიკეცს შეხვდა.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შეხვედრაზე აფხაზეთის გარშემო შექმნილი სიტუაცია განიხილეს. დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში.

1 ოქტომბერს ბრიტანეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა, რომ სერ ბრაიან ფოლი საქართველოში ბრიტანეტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე იმუშავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)