Site icon Civil.ge

საქართველო რვიდან ორ საზღვრის დამრღვევს რუსეთს არ გადასცემს

(თბილისი, 14 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ქართველლი მესაზღვრეების მიერ აგვისტოში დაკავებული 13 შეიარაღებული პირიდან ორი საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ ისნი საქართველოში გასამართლდებიან. როგორც გამოძიებამ დაადგინა ორი დაკავებული პანკისის ხეობის მაცხოვრებელი ქისიტია.

აგვისტოში 13 შეიარაღებული პირი რუსეთ-საქართველოს საზღვართან დააკავეს. ხუთი მათგანი რუსეთს უკვე გადაეცა. ოფიციალური მოსკოვი დანარჩენი რვის ექსტრადაციას ითხოვს.

ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლო ამ საკითხს სწავლობს. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე საქართველომ დაკავებულების ექსტრადაციის საკითხი უნდა შეაჩეროს.

საქართველოს უშიშროების სამინისტრომ ცამეტივე დაკავებულს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიოერების უკანონოდ შენახვაში ადანაშაულებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)