Site icon Civil.ge

თურქეთში საქართველოს გავლით მომავალი იარაღით სავსე ავტომობილი დააკავეს

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თურქეთის სპეცსამსახურებმა დააკავეს სატვირთო ავტომობილი რომელსაც დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში აცხადებენ ავტომობილი თურქეთში ყაზახეთიდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მოხვდა. სატვირთო მანქანამ უპრობლემოდ გადაკვეთა ვალეს საბაჟო.

არაოფიციალური ინფორმაციით სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ქურთი ეროვნების მძღოლი მართავდა, საქართველოს გავლით თურქეთში სომხეთიდან მოდიოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)