Site icon Civil.ge

შევარდნაძე ზოდელავას პოსტზე ტოვებს

(თბილისი, 18 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “მე არ მგონია, რომ ამჟამად მიზანშეწონილი იყოს ვანო ზოდელავას [თბილისის მერი] გადაყენება,” განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

15 ნოემბერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ვანო ზოდელავას თანამდებობიდან გადაყენების რეკომენდაციით შევარდნაძეს მიმართა. თბილისის მერს პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ საკრებულოს მისი გადაყენების უფლება არ გააჩნია.

თბილისის საკრებულოს მოთხოვნის შემდეგ თავისი ნებით დატოვეს პოსტები თბილისის სამივე ვიცე-პრემიერებმა. ჯერ-ჯერობით ზოდელავასთან ერთად პოსტი შეინარჩუნა ქალაქის პრემიერმაც. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)