(თბილისი, 20 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – რუსთავის პოლიციის უფროსი, მისი მოადგილე და პოლიციის რეგიონალური განყოფილების შეფი მძევლად იმყოფებიან. გამტაცებელი მათი განთავისუფლებისთვის გამოსასყიდს მოითხოვს.
დღეს დილით უცნობმა შეიარაღებულმა პირმა მძევლად აიყვანა ქალი. როგორც რუსთავის 2 იტყობინება პოლიციასთან მოლაპარაკების შემდეგ იგი დათანხმდა მძევალი პოლიციის მარალჩინოსნებში გაეცვალა.
ამჟამად გამტაცებელი მძევლებთან ერთად რუსთავის მეოთხე მიკრორაიონში ავტომობილში იმყოფება. პოლიცია მასთან მოლაპარაკებებს მართავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)