(თბილისი, 20 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დავით პაპაშვილი, რომელმაც დღეს დილით მძევლად რუსთავის სამი მაღალჩინოსანი პოლიციელი მძევლად აიყვანა სამართალდამცველებს ჩაბარდა.
თავდაპირველად 20 წლის, ადრენასამართლევმა პაპაშვილმა გაანთავისუფლა რუსთავის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე.
როგორც განთავისუფლების შემდეგ რუსთავის პოლიციის შეფმა ნიკო ჯაფარიძემ განაცხადა, დილით პოლიციის თანამშრომლებმა პაპაშვილის დაკავება სცადეს, რომელსაც თან პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა. ამის შემდეგ პაპაშვილმა მძევლად აიყვანა ქალი და რუსთავის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა.
მოლაპარაკების შემდეგ, ჯაფარიძის განცხადებით, გამტაცებელი დათანხმდა გამოეშვა ქალი და მის ნაცვლად პოლიციის თანამშრომლები აეყვანა, რის შემდეგაც პაპაშვილი სამ მძევალთან ერთად ავტომობილში გადავიდნენ და რუსთავში მოძრაობა დაიწყეს.
ჯაფარიძის განცხადებით სანამ გაცვლა მოხდებოდა პაპაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ადამიანი მსუბუქად დაჭრა.
მოგვიანებით მან გაანთავისუფლა ორი მძევალი და დაიტოვა ქვემო ქართლის პოლიციის ხელმძღვანელი ალეკო ბუკია. მძევლების აყვანიდან ხუთი საათის შემდეგ პაპაშვილმა ბუკიაც გაანთავისუფლა და თავად პოლიციას ჩაბარდა.
როგორც ყოფილი მძევლები აცხადებენ პაპაშვილი სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდა, რომელთაგან მთავარი გამოსასყიდი თანხის გადახდა იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)