(თბილისი, 21 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაცია თითქმის დასრულებულია. ჩვენ სრულიად ვაკონტროლებთ სიტუაციას ხეობაში”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 21 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.
“მაგრამ ომი ჩეჩნეთში ყოველთვის შეუქმნის საფრთხეს სტაბილურობას პანკისში”, – თქვა კობა ნარჩემაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს სხვა რეგიონებიდან პანკისში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მობილიზაციამ 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციისათვის ამ რეგიონებში დანაშაულების ზრდა გამოიწვია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)